კილიან მბაპე - არ ვცდილობ მესისა და რონალდოს შეცვლას #1TVSPORT
კილიან მბაპე - არ ვცდილობ მესისა და რონალდოს შეცვლას #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა კილიან მბაპემ განაცხადა, რომ არ ცდილობს გახდეს ახალი ლიონელ მესი ან კრიშტიანო რონალდო.

„მნიშვნელოვანია კარგად ითამაშო, გოლი გაიტანო, გაიმარჯვო. მიზანი – გუნდის დახმარებაა. ჩემი სტატისტიკა არ მაღელვებს.

მე არ ვცდილობ დავიკავო რონალდოსა და მესის ადგილი. ისინი შეუცვლელები არიან“, – მოჰყავს მბაპეს სიტყვები RMC Sport-ს.

26 წლის ფრანგი სეზონი ამ ნაწილისთვის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად მიიჩნევა 2025 წლის „ოქროს ბურთის“ მოპოვებაზე.