კილიან მბაპე 2023/24 წლის სეზონის საუკეთესო ფრანგ ფეხბურთელად აღიარეს #1TVSPORT
France Football-ის მიერ ორგანიზებული გამოკითხვით კილიან მბაპე 2023/24 წლის სეზონის საუკეთესო ფრანგ ფეხბურთელად დასახელდა.
მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა, მბაპემ 56 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან ვილიამ სალიბას ხუთი ქულით გაასწრო. „არსენალის“ ცენტრალურმა მცველმა 51 ქულას მოუყარა თავი.
ხუთეულში ასევე მოხვდნენ მაიკ მენიო („მილანი“) და მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველები – ედუარდო კამავინგა და აურელინ ჩუამენი.
აღნიშნული აღიარება კილიან მბაპესთვის კარიერაში მეოთხეა, ის საუკეთესო ფრანგ ფეხბურთელად 2018, 2019 და 2023 წლებშიც აღიარეს.