კიკე სეტიენის ვაჟი ესპანეთის მესამე ლიგაში ითამაშებს
კიკე სეტიენის ვაჟი ესპანეთის მესამე ლიგაში ითამაშებს

25 წლის ლარო სეტიენი კლუბ „ფორმენტერას“ მოთამაშე გახდა. 25 წლის ფეხბურთელი „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის, კიკე სეტიენის ვაჟია.

„ფორმენტერა“ ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონში გამოდის.

ლარო სეტიენმა კარიერის დიდი ნაწილი ესპანეთის დაბალ ლიგებში გაატარა. შემტევი ნახევარმცველი ადრე თამაშობდა „ფეროლში“, „კორდობასა“ და „ესკობედოში“.

„ბარსელონამ“ კიკე სეტიენის ხელმძღვანელობით მეორე ადგილი დაიკავა პრიმერა დივიზიონში.