კიკე სეტიენი „ბარსელონას“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს
კიკე სეტიენი „ბარსელონას“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ მთავარ მწვთნელ ენრიკე სეტიენთან საგანგებო შეხვედრა გამართა, იუწყება ესპანური გამოცემა „სპორტი“. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კლუბი მიმდინარე სეზონის დასრულებამდე არ აპირებს სეტიენთან კონტრაქტის გაწყვეტას და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მწვრთნელი თავად მოისურვებს წასვლას.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „ბარსელონამ“ გაჩემპიონების თეორიული შანსიც დაკარგა, ესპანეთის სამეფო თასის გათამაშებაში კი მადრიდის „ატლეტიკოსთან“ დამარცხდა. მიუხედავად ამისა, გუნდს ჯერ კიდევ აქვს ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი.

8 აგვისტოს კატალონიელები განმეორებით მერვედფინალურ მატჩში „ნაპოლის“ უმასპინძლებენ. პირველი მატჩი ნეაპოლში 1-1 დასრულდა.