კიევში მიმდინარე „სახელოვან უკრაინელ მოჭიდავეთა და მწვრთნელთა ხსოვნის” რიგით XXIII საერთაშორისო ტურნირის პირველ საჭიდაო დღეს ნაკრების სამი წევრი ფინალში გავიდა, ორი ქართველი ფალავანი კი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.
ოქროს მედლისთვის 74 კგ-ში ერთმანეთს ავთანდილ კენჭაძე და ზურაბ ერბოწონაშვილი დაუპირისპირდებიან. 97 კგ. წონით კატეგორიის ფინლაში კი ელიზბარ ოდიკაძე იასპარეზებს.
ლაშა ლომთაძე (57კგ) და ზურიკო ურთაშვილი (125კგ) ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ.
ფინალური შეხვედრები ხვალ 19:00 საათიდან დაიწყება.