კიევის მერი - ცხრასართულიან კორპუსში ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა [ფოტო/ვიდეო]
კიევის მერი - ცხრასართულიან კორპუსში ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა [ფოტო/ვიდეო]

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, რუსული საფრენი აპარატის ჩამოგდების შედეგად ცხრასართულიან კორპუსში ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

„სასწრაფო დახმარების მანქანებს ადამიანები საავადმყოფოებში გადაჰყავთ. ადგილზე სამაშველო ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. არსებობს სახლის ჩამონგრევის საშიშროება“,- აცხადებს კლიჩკო.

კიევში, რუსული საფრენი აპარატის ჩამოგდების შედეგად ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური მუშაობს.