კიევში, რუსული საფრენი აპარატის ჩამოგდების შედეგად ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა

07:30, 25.02.2022

კიევში, რუსული საფრენი აპარატის ჩამოგდების შედეგად ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური მუშაობს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის, ანტონ გერაშენკოს განცხადებით, შესაძლოა, იყოს მსხვერპლი.

„ალბათ არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში“, – განაცხადა გერაშენკომ.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კიევში რუსული საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

„ჩვენმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ მტრის საფრენი აპარატი ჩამოაგდო, რომელიც დარნიცკისრაიონში სახლთან ახლოს, კოშიცას ქუჩაზე ჩამოვარდა“, – ნათქვამია უკრაინის შსს-ს განცხადებაში.

მსგავსი