კიელინი „იუვენტუსის“ არამოთამაშე კაპიტანი იქნება
კიელინი „იუვენტუსის“ არამოთამაშე კაპიტანი იქნება

მძიმე ტრავმის მიუხედავად, ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ჯორჯი კიელინი არამოთამაშე კაპიტნის როლს შეასრულებს სათადარიგოთა სკამზე, – იტყობინება „ტუტოსპორტი“ (Tuttosport).

35 წლის ფეხბურთელი, რომელმაც ცოტა ხნის წინ, მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო ოპერაცია გადაიტანა, დაესწრება თავისი გუნდის ყველა შეხვედრას და შეასრულებს არამოთამაშე კაპიტნის მოვალეობებს. შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო, კიელინი ნახევარი წლით გამოვიდა მწყობრიდან.

კიელინი „იუვენტუსში“ 2005 წლიდან გამოდის. ამ დროის განმავლობაში, მან 507 მატჩი ჩაატარა და 36 გოლი გაიტანა. მისი კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ იწურება.

დატოვე კომენტარი