კიდევ ერთი თამაში გადაიდო - კორონავირუსი „მერანის“ ფეხბურთელებს დაუდასტურდათ
კიდევ ერთი თამაში გადაიდო - კორონავირუსი „მერანის“ ფეხბურთელებს დაუდასტურდათ

მარტვილის „მერანისა“ და ბოლნისის „სიონის“ მატჩი გადაიდო – ინფორმაციას მარტვილური კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„5 ნოემბერს გასამართი მატჩი ეროვნულ ლიგა 2-ში, სადაც მარტვილის „მერანს“ ბოლნისის „სიონისთვის“ უნდა ემასპინძლა, გადადებულია. მიზეზი, კორონავირუსით გამოწვეული სიტუაციაა („მერანის“ რამდენიმე ფეხბურთელს COVID-19 დაუდასტურდა)“, – წერია „მერანის“ ოფიციალურ გვერდზე.

ეროვნული ლიგის გვერდზე „მერანისა“ და „სიონის“ მატჩის ჩატარების ოფიციალურ თარიღად 25 ნოემბერია ჩანიშნული. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მატჩი გადაიდო. ანალოგიური მიზეზით თამაშები გადაუდეს „ლოკომოტივს“, ქუთაისის „ტორპედოს“ და ქობულეთის „შუქურას“.

დატოვე კომენტარი