კიდევ ერთი მედალი ევროპული თამაშებიდან - ელენე ლოლაძემ ტაილანდურ კრივში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
კიდევ ერთი მედალი ევროპული თამაშებიდან - ელენე ლოლაძემ ტაილანდურ კრივში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

პოლონეთში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე საქართველოს ანგარიშზე კიდევ ერთი მედალია – ტაილანდურ კრივში ელენე ლოლაძემ (54 კგ.) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ელენე ლოლაძემ ასპარეზობა 25 ივნისს დაიწყო, მან პირველი ორთაბრძოლა მეოთხედფინალში პორტუგალიელ ფილიპა ლოპეს როსა დე ოლივეს მოუგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც დღეს პოლონელ მარტინა კერჩინსკასთან დამარცხდა და საბოლოოდ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტაილანდურ კრივში ლოლაძიის გარდა კიდევ ორი ქართველი ასპარეზობდა – გიორგი კლეინი (67 კგ) და შალვა მარგიშვილი (91 კგ), მაგრამ ისინი მედლებისთვის ბრძოლას ადრევე გამოეთიშნენ.