„მაქს ფაითის“ საერთაშორისო ღონისძიებაზე ათი ბრძოლა გაიმართა #1TVSPORT
„მაქს ფაითის“ საერთაშორისო ღონისძიებაზე ათი ბრძოლა გაიმართა #1TVSPORT

„მაქს ფაითის“ მეექვსე საერთაშორისო ღონისძიებაზე, ჯამში, ათი ბრძოლა ჩატრდა – ორი შერეულ ორთაბრძოლებში, რვა კი კიკბოქსინგში.

MMA-ში ელენე ლოლაძემ, რომლისთვისაც აღნიშნულ სახეობაში ეს სადებიუტო ბრძოლა იყო, თურქი ესმა კესკენკილი 27 წამში ნოკაუტით დაამარცხა. ასევე MMA-ში, საქართველოს წარმომადგენელმა, მაირკბეკ სულუმოვმა მეჰმედ კანტაზდოვენს მოუგო. გიორგი მალაზონიამ კი სომეხ სპორტსმენს, არმენ გრიგორიანს სძლია და კიკბოქსინგში საჩემპიონო ქამარი დაიცვა.

„მაქს ფაითის“ მეექვსე ღონისძიება სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის და დავით ქირიას აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა. შეჯიბრების მხარდამჭერი იყო საქართველოს კუდოს ფედერაცია. „მაქს ფაითი“ წლის განმავლობაში კიდევ ხუთ ღონისძიებას ჩაატარებს.