კიდევ ერთი ახალწვეული „ტორპედოში“ - საქართველოს თასის მფლობელმა ბრაზილიელი ნახევარმცველი დაიმატა #1TVSPORT
კიდევ ერთი ახალწვეული „ტორპედოში“ - საქართველოს თასის მფლობელმა ბრაზილიელი ნახევარმცველი დაიმატა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოში“ ბრაზილიელი ნახევარმცველი კაიკე დავიდ პერეირა ითამაშებს, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

კაიკე დავიდ პერეირა „ტორპედოში“ ითამაშებს! 19 წლის ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი უკვე გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე იმყოფება და საწვრთნელ პროცესშიც მონაწილეობდა. წარმატებებს ვუსურვებთ დავიდს „ტორპედოს“ დიდ ოჯახში“, – წერია ქუთაისური კლუბის განცხადებაში.

კაიკე დავიდ პერეირა (19 წლის, 175 სმ) 2003 წლის 22 იანვარს დაიბადა. ბრაზილიელი ფეხბურთელი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს. მისი ტრანსფერი „ნოვა იგუაჩუს“ ეკუთვნოდა, მაგრამ გასულ სეზონში იჯარით „ფლამენგოში“ გაუშვეს, სადაც პროფესიულ დონეზე სადებიუტო მატჩი 2022 წლის 26 იანვარს ჩაატარა.