ხვალ ზაზა დარასელის თასის ფინალი გაიმართება #1TVSPORT

13:44, 19.06.2022

დასასრულს მიუახლოვდა მემორიალური ტურნირი მინი-ფეხბურთში, რომელიც ზაზა დარასელის ხსოვნას ეძღვნება. „დარასელის თასის“ გათამაშებას გლდანში მდებარე ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიის სპორტული კომპლექსი მასპინძლობს.

ცნობილი ტელეჟურნალისტისა და მეორე არხის ყოფილი დირექტორის სახელობის ტურნირი წლეულს ოცდამეორედ იმართება და მასში, ტრადიციულად, ტელეკომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის გუნდმა გამოსვლა მესამე ადგილზე დაასრულა. ფინალური შეხვედრა 20 ივნისს, ზაზა დარასელის დაბადების დღეს გაიმართება. ფინალში აფხაზეთის ტელევიზია ერიმედიას დაუპირსპირდება.

უკვე ტრადიციად ქცეული მინი-ფეხბურთის მემორიალური ტურნირი საზოგადოებრივი მაუწყებლის პატრონაჟით ტარდება. 2021 წელს თასის გამარჯვებული აფხაზეთის ტელევიზიის ნაკრები გახდა.

მსგავსი