ხვალ საქართველოს თასის ფინალია - გუნდებმა ანგისაზე ივარჯიშეს
ხვალ საქართველოს თასის ფინალია - გუნდებმა ანგისაზე ივარჯიშეს

ხვალ, 25 ნოემბერს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ახალი მფლობელი გაირკვევა – ფინალურ შეხვედრაში ქუთაისის „ტორპედოს“ „გაგრას“ დაუპირისპირდება. მატჩი ბათუმში, ანგისას სტადიონზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება.

გუნდები საქართველოს თასის ფინალისთვის მზადებას შეუდგნენ და ბათუმში იმყოფებიან. ორივე გუნდი უკვე სამი დღეა, რაც ბათუმში 22 იმყოფება და მზადების ადგილზე აგრძელებენ.

დღეს მეტოქეებმა მატჩისწინა ბოლო ვარჯიში ანგისას ბაზაზე გამართეს. თასის ფინალზე დასასწრებად, ქუთაისელი გულშემატკივრისთვის რამდენიმე ავტობუსი გამოიყოფა, რომლებიც რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონიდან ხვალ, დილის 11:00 საათზე გავლენ. მგზავრობა და მატჩზე დასწრება უფასოა.

აღსანიშნავია, რომ „გაგრა“ თასის ფინალში მეორედ გავიდა. პირველად ეს 2011 წელს მოახერხა. მაშინაც გუნდი რანგით მეორე ლიგაში თამაშობდა და მაშინაც ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდა. ყველასთვის მოულოდნელად, დამატებული დროის 115-ე წუთზე სევასტი თოდუას გატანილი ავტოგოლით „გაგრამ“ უმაღლესი ლიგის „ტორპედო“ 1:0 დაამარცხა და თასის მფლობელი გახდა.

საქართველოს თასის ფინალური შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.