ხვალ NASA მარსზე გაკეთებულ ამაღელვებელ აღმოჩენას გვამცნობს
ხვალ NASA მარსზე გაკეთებულ ამაღელვებელ აღმოჩენას გვამცნობს

ხვალ, 7 ივნისს, თბილისის დროით 22:00 საათზე, NASA მარსის შესახებ მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს.

როგორც ყოველთვის, განცხადების შესახებ წინასწარ ბევრი არაფერია ცნობილი, მაგრამ ვიცით, რომ საქმე ეხება მარსმავალ Curiosity-ს ახალ აღმოჩენებს.

საინტერესოა, რა იპოვა Curiosity-მ? როგორც წესი, ამ დროს ფიქრები ყველას არამიწიერი სიცოცხლისკენ გაურბის, მაგრამ დაველოდოთ.

წლის დასაწყისში, Curiosity-მ წითელ პლანეტაზე ყოფნის მეხუთე წლისთავი აღნიშნა.

წინასწარ ცნობილია, რომ NASA-ს განცხადება განსაკუთრებით ამაღელვებელი იქნება, რადგან პრესკონფრენციაში მონაწილეობას იღებენ სააგენტოს უდიდესი მკვლევრები, მათ შორის ის მეცნიერები, რომლებიც პირდაპირ მუშაობენ Curiosity-ს მიერ მარსზე შეგროვებულ ნიმუშებთან.

ყველაზე შთამბეჭდავი კი ის არის, რომ სოციალური მედიის საშუალებით საზოგადოებას შეკითხვების დასმა შეეძლება.

პირდაპირ ეთერს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ აღნიშნულ ბმულზე, NASA TV-ის პირდაპირ ეთერში.

ტრადიციულად, NASA-ს განცხადების დეტალებს 1tv.ge ოპერატიულად შემოგთავაზებთ.