საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნული გუნდი ხვალიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონატზე იჭიდავებს.
საქართველოს ეროვნულ გუნდში ცვლილებაა. ვარჯიშზე მიღებული კოჭის ტრავმის გამო, მძიმე წონით კატეგორიაში, იაკობ ქაჯაიას ნაცვლად ზვიად პატარიძე იჭიდავებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენოლბა ასეთია:
55 კგ – ნუგზარ წურწუმია.
60 კგ – დავით ჩხარტიშვილი.
63 კგ – ლაშა მარიამიძე.
67 კგ – შმაგი ბოლქვაძე.
72 კგ – გიორგი ხუჭუა.
77 კგ – თორნიკე ძამაშვილი.
82 კგ – ლაშა გობაძე.
87 კგ – რობერტ კობლიაშვილი.
97 კგ – რევაზ ნადარეიშვილი.
130 კგ – ზვიად პატარიძე.
ხვალ ხალიჩაზე 55, 63, 72 და 82 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფალავნები გამოვლენ.