ცურვაში ხუთგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ამერიკელმა მისი ფრანკლინმა კარიერა 23 წლის ასაკში დაასრულა. სპორტსმენმა ეს გადაწყვეტილება მხარის ქრონიკული ტრავმის გამო მიიღო.
„ძალიან ბევრი დრო დამჭირდა ამ სიტყვების წარმოსათქმელად. მე ვასრულებ კარიერას. უკვე მზად ვარ ეს გამოვაცხადო. აღარ შემიძლია ყოველდღე ტკივილის განცდა. სამაგიეროდ, მზად ვარ გავხდე მეუღლე და მომავალში დედა. მზად ვარ ახალი ცხოვრებისთვის,“ – განაცხადა ფრანკლინმა.
ამერიკელმა 2012 წელს, ლონდონის ოლიმპიადაზე ოთხი ოქრო და ერთი ბრინჯაო მოიგო. ასევე ერთი ოქრო აიღო 2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროში. გარდა ამისა, მის ანგარიშზეა მსოფლიოს ჩემპიონატების 11 ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი.