ხუთ სეზონში 150 მილიონი ევრო - პსჟ კილიან მბაპეს ახალ პირობებს სთავაზობს
ხუთ სეზონში 150 მილიონი ევრო - პსჟ კილიან მბაპეს ახალ პირობებს სთავაზობს

„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობამ კლიან მბაპეს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, – იუწყება AS.

გამოცემის ინფორმაციით, პარიზული გრანდი 21 წლის თავდამსხმელს ხელფასის სახით სეზონში 30 მილიონ ევროს გადაუხდის და კონტრაქტის ხუთი წლით გაფორმებას გეგმავს.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბარსელონას“ პრეზიდენტი ვიკტორ ფონტი მბაპეს მთავარ სატრანსფერო პრიორიტეტად განიხილავს და ფრანგი თავდამსხმელის შეძენას მომავალ წელს აპირებს.

აღსანიშნავია, რომ მბაპეს შეძენით „მანჩესტერ სიტი“ და „ბარსელონას“ მთავარი მეტოქე, „რეალი“ არიან დაინტერესებულები.

კილიან მბაპე თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია და მისი სატრანსფერო თანხა 180 მილიონ ევროს შეადგენს.