ხულოს მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია
ხულოს მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია

ხულოს მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია, თუმცა უხვი ნალექის მიუხედავად, მუნიციპალიტეტს განსაკუთრებული პრობლემები არ შექმნია.

მაღალმთიან სოფლებში მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებით არის მოძრაობა შესაძლებელი.

ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ბერიძის ინფორმაციით, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან მისასვლელი გზა გაწმენდილია. მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდება ელექტროენერგია.

საქართველოს ზოგიერთ რეგიონში დღეს თოვაა მოსალოდნელი, სინოპტიკოსები გამოდარებას 4 მარტიდან ვარაუდობენ.