ხუდადოვის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია
ხუდადოვის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გოგონა გურამიშვილის სახელობის პედიატრიულ კლინიკაშია მოთავსებული.

„გოგონა ავტოავარიის შედეგად შემოყვანილია სასწრაფო დახმარების მიერ 20:40 საათზე. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა შეფასდა საშუალო სიმძიმის. შეყვანილია გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები. ამჟამად პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იმყოფება მორიგე პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მოზარდს აღენიშნება ზედაპირული ესკორაციები“, – განაცხადა ექიმმა ლალი ბერიშვილმა.

მისივე თქმით, მოზარდს მძიმე ტრავმები არ აღენიშნება.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, გოგონა მთელი ღამის განმავლობაში დარჩება საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. მსუბუქი ავტომობილი 10 წლამდე ასაკის მოზარდს დაეჯახა.