ხუდადოვის ქუჩაზე ავტომობილი 10 წლის მოზარდს დაეჯახა

22:28, 30.05.2019

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე. მსუბუქი ავტომობილი 10 წლის მოზარდს დაეჯახა.

დაშავებული მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ავტომობილის მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მსგავსი