ხოზრევანიძე, ბროლაძე და აივაზიანი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ნახევარფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT
ხოზრევანიძე, ბროლაძე და აივაზიანი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ნახევარფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT

​ესპანეთში მიმდინარე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში სამი ქართველი ნახევარფინალში იასპარეზებს. ფინალში გადასასვლელ შეხვედრებს ანრი ხოზრევანიძე (60კგ), ნიკა ბროლაძე (72კგ) და გორ აივაზიანი (97კგ) გამართავენ.

ნახევარფინალები 18:45 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ დღეს ფინალურ ბლოკში აჩიკო ბოლქვაძე ოქროს მედლისთვის იჭიდავებს. ქართველმა ნახევარფინალში სერბი მეტოქე დაამარცხა და კონტინენტის პირველობის ფინალში სომეხ ნაზარიანს დაუპირისპირდება.

ბოლქვაძემ ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალისკენ მიმავალი გზა ისე გაიარა, ერთი ქულაც არ დაუკარგავს, თავად კი 26 ქულა აიღო. კიდევ ერთი ქართველი თორნიკე მიქელაძე (77 კგ) შეჯიბრებაზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ფინალური ბლოკი 20:00 საათზე დაიწყება.