ბერძნულ-რომაული ჭიდაობა I აჩიკო ბოლქვაძე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა I აჩიკო ბოლქვაძე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT

ესპანეთში მიმდინარე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში აჩიკო ბოლქვაძე ფინალში იასპარეზებს.

ქართველმა ნახევარფინალში სერბი მეტოქე დაამარცხა და კონტინენტის პირველობის ფინალში სომეხ ნაზარიანს შეხვდება. ბოლქვაძემ ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალისკენ მიმავალი გზა ისე გაიარა, ერთი ქულაც არ დაუკარგავს, თავად კი 26 ქულა აიღო.

კიდევ ერთი ქართველი თორნიკე მიქელაძე (77 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს ბრძოლას. თამაზ ღლონტი (55 კგ), რატი ხოზრევანიძე (63 კგ) და რატი ტალიკიშვილი (130 კგ) ევროპის ჩემპიონატს მეოთხედფინალიდან გამოეთიშნენ.

ფინალური ბლოკი 20:00 საათზე გაიმართება. დღეს, 27 ივნისს 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში – 60, 67, 72, 82 და 97 კილოგრამებში გამოვლინდებიან ფინალისტები.

საქართველოს სახელით იჭიდავებენ:

60 კგ – ანრი ხოზრევანიძე
67 კგ – ნიკა ბროლაძე
72 კგ – ანრი ფუტკარაძე
82 კგ – დათა ჩხაიძე
97 კგ – გორ აივაზიანი

საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება. ნახევარფინალები – 18:45 საათზე.