თავისუფალი ჭიდაობა | სამი ქართველი 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | სამი ქართველი 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT

ესპანეთში დღეს სტარტი აიღო 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატმა თავისუფალ ჭიდაობაში. ასპარეზობაში საქართველოს ნაკრების ხუთი სპორტსმენი ჩაერთო, რომელთაგან სამი – გოგა ოთინაშვილი (65კგ), საბა კობახიძე (70კგ) და ოთარ ადეიშვილი (79კგ) ტურნირის ფინალში გავიდნენ. ნიკა ფანცულაია კი (97კგ) ნახევარფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იასპარეზებს.

დღეს გამომსვლელი მეხუთე ქართველი სპორტსმენი ლუკა ღვინჯილია (57კგ) ასევე ინარჩუნებს ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს, ის რეპეშაჟში გამოვა.

ფინალური ბლოკი ხვალ, 1 ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთში ორი დღის წინ დასრულებულ 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წევრებმა სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.