ჭიდაობა I ერთი ჩემპიონი და ხუთი ოქროს მედლის შანსი საქართველოს ნაკრებს რუმინეთის საერთაშორისო ტურნირზე #1TVSPORT
ჭიდაობა I ერთი ჩემპიონი და ხუთი ოქროს მედლის შანსი საქართველოს ნაკრებს რუმინეთის საერთაშორისო ტურნირზე #1TVSPORT

რუმინეთში მიმდინარე დუმიტრუ პირვულესკუსა და ვასილე იორგას სახელობის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს 20-წლამდე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ერთი ოქროს მედალი მოიპოვა.

ტურნირის ჩემპიონი რატი ხოზრევანიძე (63კგ) გახდა. ამ წონაში შეჯიბრება წრიული ფორმატით ჩატარდა. დღეს ფინალში საქართველოს ნაკრების კიდევ ხუთი წევრი იასპარეზებს – თამაზ ღლონტი (55კგ), ანრი ხოზრევანიძე (60კგ), ნიკა ბროლაძე (67კგ), ანრი ფუტკარაძე (72კგ) და თორნიკე მიქელაძე (72კგ). ტურნირზე ბრინჯაოს მედლისთვის გიორგი უერთაშვილი (72 კგ) იბრძოლებს.

დღეს ასევე გაიმართება წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები დარჩენილ ოთხ წონაში. საქართველოს სახელით ტურნირზე იასპარეზებენ:

82 კგ – იაგო გობაძე და დათა ჩხაიძე
87 კგ – აჩიკო ბოლქვაძე
97 კგ – გორ აივაზიანი
130 კგ – რატი ტალიკიშვილი და ლუკა გაბისონია