ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზორან მილანოვოჩი ლიდერობს
ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზორან მილანოვოჩი ლიდერობს

ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციონერი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზორან მილანოვოჩი ლიდერობს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ქვეყნის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დათვლილია ბიულეტენების 29 პროცენტი და ამ მონაცემებით, 32 პროცენტით მილანოვიჩი ლიდერობს. მოქმედ პრეზიდენტს 28 პროცენტი აქვს, დამოუკიდებელ კანდიდატ მიროსლავ სკოროს კი 21 პროცენტი.

საპრეზიდენტო არჩევნებში 11 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას.

წინასწარი მონაცემებით, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, სადაც ერთმანეთს ის კანდიდატები დაუპირისპირდებიან, რომლებიც ხმათა მეტ რაოდენობას მოიპოვებენ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ხორვატიაში სავარაუდოდ 5 იანვარს გაიმართება.