ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ყოფილ პრემიერსა და მოქმედ პრეზიდენტს შორის გაიმართება
ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ყოფილ პრემიერსა და მოქმედ პრეზიდენტს შორის გაიმართება

ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. ბიულეტენების 99 პროცენტის დათვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციონერმა კანდიდატმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ზორან მილანოვიჩმა ხმათა 29,54 პროცენტი მოიპოვა, მოქმედმა პრეზიდენტმა კი 26,65 პროცენტი.

საპრეზიდენტო არჩევნებში 10 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას, ხმის მიცემის უფლებით კი 3,8 მილიონი ადამიანი სარგებლობს.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ქვეყანაში 5 იანვარს ჩატარდება.

ხორვატიაში პრეზიდენტს პირდაპირი წესით, ხუთი წლის ვადით ირჩევენ.