ხორვატიამ არგენტინა დაამარცხა (ვიდეო)

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის „D“ ჯგუფის ცენტრალურ შეხვედრაში ხორვატია არგენტინას დაუპირისპირდა და 3:0 გაიმარჯვა.

გოლის გატანის პირველი რეალური მომენტი მე-5 წუთზე ხორვატებს ჰქონდათ, პერიშიჩი მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩა და კარისკენ დაარტყა, მაგრამ კაბალერომ შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა.

კარგი იერიში პირველ ტაიმში სამხრეთ ამერიკელებსაც ჰქონდათ. 30-ე წუთზე ხორვატმა მცველებმა უხეში შეცდომა დაუშვეს და პერესმა ცარიელ კარში გატანა ვერ მოახერხა. პირველი ნახევრის დასრულებამდე თითო კარგი მომენტი ორივე გუნდმა გააფუჭა.

53-ე წუთზე არგენტინელთა მეკარემ, კაბალერომ, ძალიან უხეში შეცდომა დაუშვა, ბურთი მოგერიებისას აეჭრა და რებიჩს მიუვიდა, რომელმაც უშეცდომოდ დაარტყა და ხორვატია დააწინაურა.

არგენტინელებს ანგარიშის გათანაბრების შანსი 64-ე წუთზე ჰქონდათ, მაგრამ სუბაშიჩმა შესანიშნავად ითამაშა და საკუთარი გუნდი გადაარჩინა.

თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ლუკა მოდრიჩმა გენიალური გოლი გაიტანა. ხორვატმა ნახევარმცველმა საჯარიმოსთან ახლოს ბურთი კარგად დაამუშავა და მარჯვენა კუთხეში უზუსტესად დაარტყა – არგენტინა 0:2 ხორვატია.

თამაშის ბოლო გოლი მეორე დამატებულ წუთზე რაკიტიჩმა გაიტანა და მატჩს საბოლოოდ დაუსვა წერტილი. საბოლოო ანგარიში – არგენტინა 0:3 ხორვატია.

გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!