ჩოგბურთში დევისის თასის ფინალში საფრანგეთი და ხორვატია ითამაშებენ.
ფრანგებმა გადამწყვეტ მატჩში თამაში შაბათს, წყვილთა შეხვედრის შემდეგ გაინაღდეს და კვირის მატჩებს აზრი დაეკარგა.
გაცილებით დრამატულად განვითარდა მოვლენები ზადარში, სადაც ხორვატია აშშ-ის ნაკრებს მასპინძლობდა. შაბათის შემდეგ, ხორვატები წინ იყვნენ – 2:1. კვირას, პირველ შეხვედრაში, მარინ ჩილიჩმა მოულოდნელად წააგო სემ კუერისთან და მატჩში ანგარიში გათანაბრდა – 2:2.
გადამწყვეტი ქულა ხორვატიას ბორნა ჩორიჩმა მოუტანა, რომელმაც ხუთ სეტში მოუგო ფრენსის ტიაფოს.
ფინალი 23-25 ნოემბერს, საფრანგეთის ნაკრების მოედანზე გაიმართება.
ხორვატია-აშშ 3:2
1:0 ბორნა ჩორიჩი-სტივ ჯონსონი 6:4, 7:6(4), 6:3
2:0 მარინ ჩილიჩი-ფრენსის ტიაფო 6:1, 6:3, 7:6(5)
2:1 დოდიგი/პავიჩი-მ. ბრაიანი/ჰარისონი 5:7, 6:7(6), 6:1, 7:6(5), 6:7(5)
2:2 მარინ ჩილიჩი-სემ კუერი 7:6(2), 6:7(6), 3:6, 4:6
3:2 ბორნა ჩორიჩი-ფრენსის ტიაფო 6:7(0), 6:1, 6:7(11), 6:1, 6:3
საფრანგეთი-ესპანეთი 3:2
1:0 ბენუა პერი-პაბლო კარენიო ბუსტა 7:5, 6:1, 6:0
2:0 ლუკ პუიე-რობერტო ბაუტისტა აგუტი 3:6, 7:6(5), 6:4, 2:6, 6:4
3:0 ბენეტო/მაუ-გრანოლერსი/ფ. ლოპესი 6:0, 6:4, 7:6(7)
3:1 რიშარ გასკე-ალბერტ რამოსი 6:1, 4:6, 12:14
3:2 ნიკოლა მაუ-მარსელ გრანოლერსი 7:6(2), 3:6, 11:13