ხორვატი ფეხბურთელი გუნდიდან მოკვეთეს
ხორვატი ფეხბურთელი გუნდიდან მოკვეთეს

ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა გუნდის ერთ-ერთი ფეხბურთელი ნიკოლა კალინიჩი გუნდიდან მოკვეთა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ნიგერიის წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში კალინიჩმა 85-ე წუთზე მოედანზე შესვლა არ ისურვა და ამის მიზეზად ზურგის ტკივილი დაასახელა. მწვრთნელი აცხადებს, რომ ფეხბურთელის არგუმენტი არადამაჯერებელი იყო.

ნიკოლა კალინიჩი დღესვე დაბრუნდება სამშობლოში, შემთხვევის დეტალები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი, როდესაც ზლატკო დალიჩი პრეს-კონფერენციას გამართავს.