ჩილესა და არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი ბრაზილიის „სანტოსს“ ჩაუდგა სათავეში, – იტყობინება ბრაზილიური კლუბის ოფიციალური გვერდი.
აღნიშნავენ, რომ 58 წლის არგენტინელი „სანტოსთან“ კონტრაქტს უახლოეს უქმეებზე გააფორმებს და მოვალეობების შესრულებას უკვე 2019 წელს დაიწყებს.
ივლისში სამპაოლიმ დატოვა არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი მას შემდეგ, რაც გუნდი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მერვედფინალში დამარცხდა.
ბრაზილიის დასრულებულ ჩემპიონატში „სანტოსმა“ მეათე ადგილი დაიკავა.