ხორხე სამპაოლი - მუნდიალი მესის თავზე მიბჯენილი პისტოლეტია
ხორხე სამპაოლი - მუნდიალი მესის თავზე მიბჯენილი პისტოლეტია

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხორხე სამპაოლიმ საკუთარი აზრი გამოთქვა ფორვარდ ლიონელ მესისთვის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე.

„მსოფლიო ჩემპიონატი – ეს არის მესის თავზე მიბჯენილი პისტოლეტი. თუ ლეო ვერ მოიგებს, მას დახვრეტენ. შედეგად, ის ვერ შეძლებს საკუთარი ტალანტით სიამოვნების მიღებას. ნაკრების თამაშის გარშემო შექმნილი ნეგატიური სიტუაცია ვნებს მესის. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ამ მომენტისთვის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელს ვავარჯიშებ. ეს ბიჭი საუკეთესო მოთამაშედ რჩება ბოლო 10 წლის განმავლობაში. რაც შეეხება მესის პოზიციას, მოთამაშეები უნდა გამოვიყენოთ მათთვის ყველაზე მეტად მოსახერხებელ პოზიციებზე. ლეომ უნდა ითამაშოს ისევე, როგორც ამას კლუბში აკეთებს. ახალ სათამაშო მოდელთან მისი შერწყმა – სიგიჟე იქნება“, – დაწერა თავის წიგნში სამპაოლიმ.

დატოვე კომენტარი