ხორხე სამპაოლი არგენტინის ნაკრებში რჩება
ხორხე სამპაოლი არგენტინის ნაკრებში რჩება

არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი ​ეროვნულ გუნდში მუშაობას გააგრძელებს, მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებელი გამოსვლის მიუხედავად, – წერს გაზეთი Ole.

ირკვევა, რომ 58 წლის სპეციალისტი არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტ კლაუდიო ტაპიას შეხვდა და ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება,​ სამპაოლი გუნდის სათავეში  დაეტოვებინათ. ასე რომ, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციას აღარ მოუწევს მწვრთნელისთვის დაახლოებით 8 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა.

სამპაოლი მალე შეუდგება ახალი სამწვრთნელო შტაბის შეკრებას და ახალი ფეხბურთელების ძიებას ნაკრებიდან წასული ხავიერ მასკერანოსა და ლუკას ბილიას ნაცვლად.