არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი ეროვნულ გუნდში მუშაობას გააგრძელებს, მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებელი გამოსვლის მიუხედავად, – წერს გაზეთი Ole.
ირკვევა, რომ 58 წლის სპეციალისტი არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტ კლაუდიო ტაპიას შეხვდა და ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, სამპაოლი გუნდის სათავეში დაეტოვებინათ. ასე რომ, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციას აღარ მოუწევს მწვრთნელისთვის დაახლოებით 8 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა.
სამპაოლი მალე შეუდგება ახალი სამწვრთნელო შტაბის შეკრებას და ახალი ფეხბურთელების ძიებას ნაკრებიდან წასული ხავიერ მასკერანოსა და ლუკას ბილიას ნაცვლად.