ხორდი ალბა საფეხბურთო კარიერას MLS-ის სეზონის შემდეგ დაასრულებს #1TVSPORT
ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ყოფილმა მარცხენა მცველმა, ხორდი ალბამ საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
36 წლის ალბა, რომელიც MLS-ის გუნდის, „ინტერ მაიამის“ წევრია, სერხიო ბუსკეტსის მსგავსად, ფეხბურთიდან სეზონის დასრულების შემდეგ წავა.
ესპანელი ფეხბურთელი „ბარსელონას“ წევრი 2012 წელს გახდა და გუნდში 11-წლიანი წარმატებული პერიოდი გაატარა, მან ექვსჯერ ლა ლიგა, ხოლო 2015 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ალბა ლიონელ მესის ერთ-ერთი გამორჩეული პარტნიორი გახლდათ მოედანზე.
ხორდი ალბა „ინტერ მაიამის“ წევრი 2023 წელს გახდა.