L’Équipe – ხვიჩა კვარაცხელია ოპერაციას კატარში გაიკეთებს #1TVSPORT

22:11, 25.10.2026

საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ის ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ოპერაციას კვირის დასაწყისში კატარში გაიკეთებს – ინფორმაციას L’Équipe ავრცელებს.

„კვარაცხელიას გარემოცვა „პარი სენ-ჟერმენის“ სამედიცინო შტაბის წარმომადგენლებს ესაუბრა და გადაწყდა, რომ ოპერაციას კატარის დედაქალაქ დოჰაში გაიკეთებს. თუმცა ოპერაციის ზუსტი დღე ჯერჯერობით, უცნობია“, – წერს ფრანგული გამოცემა.

ქართველმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ შეხვედრის დროს მარჯვენა მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, რის გამოც სეზონის ბოლომდე დაისვენებს.

მსგავსი