ესპანელი ჟურნალისტი – გიორგი მიქაუტაძე გაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებს [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძეს შეუძლია, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდეს – ამას შესახებ ესპანელი ჟურნალისტი იონაი ამარო წერს, რომელიც „რაიო ვალეკანოს“ თემებს ინტერნეტგამოცემა OffisderES-ში აშუქებს.
გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის მორიგ შეხვედრაში „მესტალიაზე“, „ვალენსიასთან“, მოედანზე 65-ე წუთზე შევიდა, 90+6-ე წუთზე კი კონტრშეტევაზე მცველებს გასცდა, გამარჯვების გოლი გაიტანა და გუნდს 3 ქულა მოუტანა.
„ისეთი გოლის გატანა, როგორიც მიქაუტაძემ „მესტალიაზე“ გაიტანა, მხოლოდ მსოფლიო დონის ვარსკვლავებს შეუძლიათ. თუ ის გუნდურ თამაშს კიდევ უფრო გააუმჯობესებს, შესაძლოა, პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი გახდეს“, – წერს ამარო.
Radio Observer-ის წამყვანი, ხავი ფელიპე მარტინესი ამტკიცებს, რომ ქართველი ვარსკვლავი მეტ ყურადღბას იმსახურებს: „მიქაუტაძემ გაუტანა „ნაპოლის“, „ლივერპულს“ და „ვალენსიას“ – ის გაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებს, რადგან მოედანზე ნამდვილი ლიდერია“.
Mundo Deportivo – გიორგი მიქაუტაძემ „ვალენსია“ გაანადგურა
„გიორგი მიქაუტაძემ „მესტალიაზე“ გამარჯვების გოლი 96-ე წუთზე გაიტანა და „ვალენსიის“ მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა, რადგან ეს გუნდი ბოლოდან მეორე ადგილზეა და ქულებს მაშინ კარგავს, როცა ყველაზე მეტად სჭირდება. მასპინძლებმა ბოლო წუთზე ბურთი დაკარგეს, ამან კი მიქაუტაძეს კონტრშეტევისთვის კარი გაუხსნა. ეს გოლი კიდევ ერთი დარტყმაა „ვალენსიისთვის“, რომელიც რთული მდგომარეობიდან გამოსავალს ჯერ ვერ პოულობს“.