სერხიო ბუსკეტსმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა #1TVSPORT
სერხიო ბუსკეტსმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა #1TVSPORT

„ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა, რომელიც დღეისთვის „ინტერ მაიამიში“ თამაშობს, კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა Cope.

ესპანელი ფეხბურთს MLS-ის სეზონის დასრულების შემდეგ დაემშვიდობება – ნოემბერში ან დეკემბერში. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შორს გავა პლეი ოფში გუნდი. ესპანელმა უკვე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება.

აღნიშნავენ, რომ 37 წლის სერხიო ბუსკეტსი, შეიძლება, დაბრუნდეს „ბარსელონაში“, მაგრამ უცნობია, რა სტატუსით.