ვილი სანიოლი – მთელი ქართველი ერი დამწუხრებულია, მაგრამ მჯერა, კვარაცხელია უფრო ძლიერი დაბრუნდება #1TVSPORT

10:00, 26.10.2026

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა Ligue1plus-თან ხვიჩა კვარაცხელიას მძიმე ტრავმაზე კომენტარი გააკეთა და ფეხბურთელის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„ეს ძალიან სამწუხარო ამბავია, რადგან ხვიჩას პსჟ-ის ბევრი გულშემატკივარი უჭერს მხარს, მთელი ქართველი ერი კი მომხდარით დამწუხრებულია. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მას ტელეფონით ვესაუბრებოდი, ის მომხდარს ძალიან განიცდის, მაგრამ კარგად ესმის, რომ ტრავმებიც მისი პროფესიის ნაწილია.

ზოგჯერ ცხოვრებაში ისეთი რამ გვაბრკოლებს, რისი მიზეზიც ყოველთვის ნათელი არ არის. კვარაცხელიამ იცის, რომ წინ ტრავმასთან რამდენიმეთვიანი ბრძოლა ელის, თუმცა ის გულმოდგინედ იშრომებს, გაივლის რეაბილიტაციას და ყველას იმედი გვაქვს, რომ თავის კლუბსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უფრო ძლიერი დაუბრუნდება“, – ამბობს სანიოლი.

ხვიჩა კვარაცხელიამ „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის დროს მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა. ის ოპერაციას ჩაიტარებს და ხანგრძლივ სარეაბილიტაციო პერიოდს გაივლის.

მსგავსი