საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელ გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპს თბილისში ჩაატარებს #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელ გოგონათა ნაკრები თბილისში შეიკრიბა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას შეუდგა.
ტატა მატვეევას გაწვრთნილი გუნდი B ლიგის მეორე ჯგუფის შეხვედრებს 25-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით გამართავს. საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჩრდილოეთ მაკედონია, უელსი და ლუქსემბურგი იქნებიან – თამაშებს თბილისი უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრების მატჩები სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გაიმართება, ხოლო ჯგუფის სხვა შეხვედრები – თბილისის ზღვის ტექნიკურ ცენტრში. 2026/27 წლების სეზონის მეორე რაუნდისთვის A ლიგის საგზურს, ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად, საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ანასტასია გოგელია („კოლხეთი“), თინიკო ჯაიანი („ბათუმი“);
მცველები: სესილი მასხარაშვილი („რუსთავი“), ბარბარე მანაგაძე („მართვე“), მარიამ ჩალაძე („რუსთავი“), ნინი ვეკუა („ნორჩები“), ელენე თვალჭრელიძე („მართვე“), ელენე გოგლაძე („ნორჩები“), ანანო გაბოევი („გორი იუნაიტედი“);
ნახევარდაცვა: ნინო სხირტლაძე („რუსთავი“), თამარ ალანია („კოლხეთი“), ნინო აბულაძე („ბათუმი“), მარიამ გასანოვა („კვარტალი“), ანა დოლიშვილი („კვარტალი“), მიხალ გოგოლაძე („მაკაბაი ჰადერა“, ისრაელი), ნატალია გუგულაშვილი („ფუენლაბრადა“, ესპანეთი), მარიამ დარჩიაშვილი („კვარტალი“);
თავდასხმა: თეკლა ბერიძე („ნიკე-ლუსო“), სოფია წიქარიძე („დინამო“ სოხუმი), ლიზი ბახტაძე („სპაერი“).