ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე თენგიზ კალანდიას დაკითხვა მიმდინარეობს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე თენგიზ კალანდიას დაკითხვა მიმდინარეობს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე, დ.ღ.-ს ეპიზოდზე სასამართლოში თენგიზ კალანდიას დაკითხვა მიმდინარეობს. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

უკვე დასრულდა მისი შვილის, ლუკა კალანდიას დაკითხვა. მამა-შვილი კალანდიები დანაშაულის დაფარვაში არიან ბრალდებულები და მთავარი საქმის ფარგლებში გირაო აქვთ შეფარდებული.

ლუკა კალანდიას დაკითხვის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია. მას თან ახლდა ადვოკატი.

„ლუკა კალანდიამ ჩვენება მისცა მთავარ საქმეზე, თუმცა გაუთქმელობაზე გვაქვს ხელი მოწერილი და დეტალებს ვერ მოგახსნებთ“, – განაცხადა ადვოკატმა ანა კოტეტიშვილმა.

ამასთან, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატები დღეს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ.