თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას ძმის დაკითხვა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას ძმის დაკითხვა მიმდინარეობს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მთავარი მოწმის მიხეილ კალანდიას ძმა საქალაქო სასამართლოში დ.ღ.-ს ეპიზოდზე იკითხება. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება,

ლუკა კალანდია ახლობლებთან ერთად დაკითხვაზე უკვე შევიდა.

დ.ღ.-ს ბრალდების საქმეზე, სადაც მას ცრუ ჩვენების მიცემას ედავებიან, დღეს სულ ხუთი მოწმე დაიკითხება.

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის მთავარი მოწმეა, რომელმაც ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა და საბოლოოდ სასამართლომ მტკიცებულებად არ მიიღო.

ამასთან, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატები დღეს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობას დააყენებენ.