ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის მსჯავრდებული დ.ღ-ს მამა - ბავშვს ხელი შეაწმინდეს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის მსჯავრდებული დ.ღ-ს მამა - ბავშვს ხელი შეაწმინდეს

ვაპირებთ გავასაჯაროოთ ყველა სასამართლო ოქმი, რათა საზოგადოება დარწმუნდეს, რა გააკეთეს დღეს და როგორ გაწირეს ეს ბავშვი, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე ცრუ ჩვენების მიცემაში დამნაშავედ ცნობილი არასრულწლოვნის, დ.ღ-ს მამამ, კახა ღლონტმა განაცხადა.

„ეს არ არის სამართლიანი გადაწყვეტილება. ბავშვს შეაწმინდეს ხელი, აბსოლუტურად ყველამ – სახელმწიფომ, პროკურატურამ. იმიტომ, რომ გაპრავებულია საქმე, ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი გამოძიებულია თურმე და მარტო ეს ყოფილა ყველაფერში დამნაშავე. ესენი გვეუბნებიან, რომ თქვენი შვილის გამო ვერ გამოვიძიეთ საქმე. იმას კი არ ამბობენ, გაყალბებულია ეს ჩვენებები და პროკურატურამ თავიდან ბოლომდე დაანგრია ეს ყველაფერი. ბავშვმა თქვა უდანაშაულო ვარო. სასჯელიც არ ვიცი, რა იქნება. არ ვაპირებთ დანებებას, ბოლომდე ვაპირებთ ჩავყვეთ და ვაპირებთ გავასაჯაროოთ ყველა სასამართლო ოქმი, რათა საზოგადოება დარწმუნდეს, რა გააკეთეს დღეს და როგორ გაწირეს ეს ბავშვი“, – განაცხადა კახა ღლონტმა.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანი დ.ღ. ცრუ ჩვენების მიცემაში დღეს დამნაშავედ ცნეს.