ხობში, სოფელ ყულევთან ხანძრის ახალი კერა გაჩნდა
ხობში, სოფელ ყულევთან ხანძრის ახალი კერა გაჩნდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევთან ხანძრის ახალი კერა გაჩნდა. სოფლის მიმდებარედ, სატვირთო რკინიგზის გასწვრივ ცეცხლი უკიდია ეკალ-ბარდსა და ტყის ქვედა საფარს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ცხრა სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი, როგორც სამეგრელოს რეგიონიდან, ასევე იმერეთიდან.

მათივე ინფორმაციით, პრევენციის მიზნით, ქრობის სამუშაოებში ასევე ჩართულია რკინიგზის სატვირთო მატარებელი.

ამ დროისთვის დასახლებულ პუნქტს საფრთხე არ ემუქრება. მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

ხანძარი თავდაპირველად ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭურიას შორის გაჩნდა.