სამეგრელოში, სოფელ ყულევსა და სოფელ ჭურიას შორის ხანძარია

23:39, 08.12.2020

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭურიას შორის ხანძარია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ცეცხლი უკიდია ჭაობში არსებულ ლელქაშს.

მათივე ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს, რადგან გარშემო წყალია. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი და ტყე.

მსგავსი