13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპული დების, ინდირა და ლიზი ზარანდიების საფლავები ხობში ყვავილებით შეამკეს

14:40, 13.06.2019

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაიამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპული დების, ინდირა და ლიზი ზარანდიების საფლავები გვირგვინით შეამკო.

13 ივნისის სტიქიიდან დღეს ოთხი წელი გავიდა. სტიქიის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი და დაზარალდა ათასობით მოქალაქე. სტიქიამ გაანადგურა ​საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია.

მსგავსი