ხმის მიცემა დაიწყო – გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელის წოდებისთვის იბრძვის #1TVSPORT
ესპანეთის საკალათბურთო ლიგა ყოველწლიურად ავლენს სეზონის საუკეთესო მოთამაშეს. საქართველოს ნაკრებისა და „ტენერიფეს“ ცენტრმა გიორგი შერმადინმა MVP-ის (ყველაზე ღირებული მოთამაშე) ჯილდო 2021 წელს მიიღო. მას ამ ტიტულის მოგების შანსი ამ სეზონშიც აქვს.
ესპანურმა ლიგამ საუკეთესოს გამოსავლენი გამოკითხვა უკვე დაიწყო. ხმის მიცემისთვის საჭიროა:
Instagram-ში ძიების ველში ჩავწეროთ acb, გადავიდეთ ამ გვერდზე და MVP-ის ფოტოს კომენტარებში ჩავწეროთ – #MVPMovistar Gio Shermadini
იგივე პროცედურაა შესასრულებელი twitter-ზე.
პარალელურად შესაძლებელია acb-ს აპლიკაციის ჩამოტვირთვა ტელეფონში, სადაც გიორგი შერმადინის ფოტოს ქვემოთ უნდა დავაწვეთ ღილაკს „გაგზავნა“ (enviar).
¡Arranca la VOTACIÓN POPULAR para elegir al 𝗠𝗩𝗣 @movistar_es de la #LigaEndesa 2022-23!
🗳️ Envía tu tuit con el hashtag #MVPMovistar y el nombre del jugador
👉 Puedes votar 1 vez al día
🔁 ¡Los RT también suman!📊 RESULTADOS https://t.co/pdytde2gKs pic.twitter.com/VnJpjWQIka
— Liga Endesa (@ACBCOM) April 25, 2023