ხმის მიცემა დაიწყო - გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელის წოდებისთვის იბრძვის #1TVSPORT
ხმის მიცემა დაიწყო - გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელის წოდებისთვის იბრძვის #1TVSPORT

ესპანეთის საკალათბურთო ლიგა ყოველწლიურად ავლენს სეზონის საუკეთესო მოთამაშეს. საქართველოს ნაკრებისა და „ტენერიფეს“ ცენტრმა გიორგი შერმადინმა MVP-ის (ყველაზე ღირებული მოთამაშე) ჯილდო 2021 წელს მიიღო. მას ამ ტიტულის მოგების შანსი ამ სეზონშიც აქვს.

ესპანურმა ლიგამ საუკეთესოს გამოსავლენი გამოკითხვა უკვე დაიწყო. ხმის მიცემისთვის საჭიროა:

Instagram-ში ძიების ველში ჩავწეროთ acb, გადავიდეთ ამ გვერდზე და MVP-ის ფოტოს კომენტარებში ჩავწეროთ – #MVPMovistar Gio Shermadini

იგივე პროცედურაა შესასრულებელი twitter-ზე.

პარალელურად შესაძლებელია acb-ს აპლიკაციის ჩამოტვირთვა ტელეფონში, სადაც გიორგი შერმადინის ფოტოს ქვემოთ უნდა დავაწვეთ ღილაკს „გაგზავნა“ (enviar).