პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) 2018 წლის სეზონის საუკეთესო მოთამაშის გამოვლენა დაიწყო.
წლის ლაურეატს გულშემატკივრები აირჩევენ. ამისთვის საჭიროა მარტივი პროცედურის ჩატარება – ATP-ის ოფიციალურ გვერდზე შესვლა და სასურველი კანდიდატურისთვის ხმის მიცემა. გამოკითხვა 3 ნოემბერს, თბილისის დროით ღამის 3 საათზე შეწყდება.
ასე რომ, ქართველ გულშემატკივრებს უკვე შეუძლიათ – მხარი დაუჭირონ ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელმაც 2018 წელს ორი ტიტული მოიგო. მასზე მეტი ტიტული ამ სეზონში მხოლოდ შვიდ ჩოგბურთელს აქვს მოგებული: რაფაელ ნადალს (5 ტიტული), ნოვაკ ჯოკოვიჩს (3), როჯერ ფედერერს (3), ალექსანდრ ზვერევს (3), დომინიკ ტიმს (3), ფაბიო ფონინისა (3) და დანილ მედვედევს (3).
ფავორიტი ჩოგბურთელისთვის ხმის მიცემა ამ ბმულზეა შესაძლებელი.