ხმა მიეცით ნიკოლოზ ბასილაშვილს

15:50, 11.10.2018

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) 2018 წლის სეზონის საუკეთესო მოთამაშის გამოვლენა დაიწყო.

წლის ლაურეატს გულშემატკივრები აირჩევენ. ამისთვის საჭიროა მარტივი პროცედურის ჩატარება – ATP-ის ოფიციალურ გვერდზე შესვლა და სასურველი კანდიდატურისთვის ხმის მიცემა. გამოკითხვა 3 ნოემბერს, თბილისის დროით ღამის 3 საათზე შეწყდება.

ასე რომ, ქართველ გულშემატკივრებს უკვე შეუძლიათ  – მხარი დაუჭირონ ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელმაც 2018 წელს ორი ტიტული მოიგო. მასზე მეტი ტიტული ამ სეზონში მხოლოდ შვიდ ჩოგბურთელს აქვს მოგებული: რაფაელ ნადალს (5 ტიტული), ნოვაკ ჯოკოვიჩს (3), როჯერ ფედერერს (3), ალექსანდრ ზვერევს (3), დომინიკ ტიმს (3), ფაბიო ფონინისა (3) და დანილ მედვედევს (3).

ფავორიტი ჩოგბურთელისთვის ხმის მიცემა ამ ბმულზეა შესაძლებელი.

 

მსგავსი